“გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა.
“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობიდან 6 თვე გავიდა, დარჩენილია 1 თვე.
სწორედ ამიტომ, მას კანონით ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება.
დღეს მას შესთავაზეს აღნიშნული უფლებით სარგებლობა, თუმცა ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა”,_ აღნიშნული ინფორმაცია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ფეისბუქ-გვერდზე ვრცელდება.




































































