სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში , რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) და შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) ორგანიზებით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩატარდა.
კონფერენცია ევროკავშირის და ევროკავშირის არაწევრი შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის დიალოგის პლატფორმა იყო და შავი ზღვის ქვეყნებს შორის დისკუსიის სტიმულირებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების ფარგლებში თემატურ ჯგუფებს შორის სამუშაო შეხვედრები ჩატარდა. ერთ-ერთი თემა კულტურა და ტურიზმი იყო.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანს ევროკავშირის პროგრამებში და ფინანსურ ინსტრუმენტებში გასათვალისწინებლად კულტურისა და ტურიზმის სფეროებში კონკრეტული იდეებისა და პროექტების შეთავაზება და იდენტიფიცირება წარმოადგენდა. ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს გააჩნია მდიდარი ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობა და მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები, რომელიც მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. გურიის მხარის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, რეგიონის პოტენციალზე ეკოტურიზმის მიმართულებით ისაუბრეს, ასევე, ყურადღება გაამახვილეს გურული ფოლკლორის უნიკალურობასა და თავისებურებაზე და კულტურული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე გადაიდგა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გურიის რეგიონსა და დამსწრე ორგანიზაციებს შორის, განსაკუთრებით ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით. შეხვედრას ევროკომისიის წარმომადგენლები, საბერძნეთის რამდენიმე უწყების მინისტრი, ელჩები, კვლევითი ინსტიტუტების და სხვადახვა სამთავრო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.(R)