“ბოდიშის მოხდა, ზოგს არა საჭირო ადგილას და არა სწორ მიმართულებით რომ უყვართ, იმათ გასაგონად.
როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს ზოგ ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის.
ჩვენ ვართ და ვიქნებით კეთილმეზობლურად განწყობილი სახელმწიფოები, უძველესი ქრისტიანული სარწმუნოების მატარებელი ერები, და ვიცხოვრებთ მშვიდობიან ევროპულ კავკასიაში!”_ აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აქვეყნებს.
ინფორმაციისთვის, გუშინ დინამო არენაზე, საქართველოს ნაკრებმა სომხეთი დიდი ანგარიშით, 6-1 გაანადგურა. მატჩის შემდეგ გავრცელდა კადრები, სადაც სჩანს, რომ ქართველებისა და სომხეთის ნაკრების გულშემატკივრებს შორის ვითარება დაიძაბა. გარდა ამისა, გულშემატკივრების ნაწილი სტადიონის სათამაშო მოედანზეც შევიდა, რაც ფეხბურთის წესებით დასჯადია.