https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ზურაბიშვილი: მთავრობა მიიჩნევს რომ ფრთხილი რიტორიკაა საჭირო რუსეთთან, მე არ ვიზიარებ

13:11; 15.11.2022
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს თარგმანი  ფრანგულ მედია France inter-თან.

“ქალბატონო სალომე, როგორია სიტუაციის თქვენი ანალიზი, ვნახეთ რომ რუსები იძულებული გახდნენ ამ კვირას რომ გამოსულიყვნენ ხერსონიდან, უკანასკნელი დიდი უკრაინული ქალაქიდან, რომელიც მათ ხელში რჩებოდა, ყველაფერი მოგვარებული არ არის, მაგრამ თვლით თუ არა, რომ ეს სერიოზული გარდამტეხი მომენტია ამ ომში?

ეს გარდამტეხი მომენტია. ომის მსვლელობის მიმართულება შეიცვალა რამდენიმე კვირის და თვის წინ, როდესაც რუსეთმა გააკეთა მცდარი გათვლები უკრაინის წინააღმდეგობის შესახებ, მცდარი გათვლები ამერიკის და ევროპის შიდა სოლიდარობის შესახებ, უკრაინის წინააღმდეგობის ხანგრძლივობის შესახებ, და დღესაც მცდარი გათვლა იმის შესახებ, რომ შეიძლება უკრაინაზე, ან მსოფლიოზე შთაბეჭდილების მოხდენა ატომური მუქარით, რომელიც სხვა ეპოქისაა.

ამაში დამარცხების დასაწყისს ხედავთ?

დიახ.

გულწრფელად?

დიახ.

ერთი თვის წინ, ასევე რთული ეპიზოდი იყო, როდესაც კრემლმა გამოაცხადა დიდი საყოველთაო მობილიზაცია ბრძოლის ასაკის მქონე რუსების გასაწვევად, მაგრამ მათგან გარკვეულმა ნაწილმა რუსეთიდან გაქცევა და მეზობელ სახელმწიფოებში გადასვლა გადაწყვიტა. გვახსოვს სასაზღვრო პუნქტებთან კილომეტრიანი რიგების შთამბეჭდავი კადრები. რამდენმა შეაფარა თავი თქვენთან, საქართველოში?

ძალიან საინტერესოა, მე წამოსვლამდე ვიკითხე მონაცემები. 700 000-ზე მეტმა რუსმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, 710 000 დან 720 000 მდე.

700 000 … 3 500 000 მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის, შევახსენებ [მსმენელს].

მათგან 600 000-ზე მეტი, გავიდა სხვადასხვა მიმართულებით, სავარაუდოდ, მეზობელ სომხეთში, თურქეთში და ევროპის ქვეყნებში. რადგან ჩვენგან მათ შეეძლოთ გადასვლა. დაახლოებით, 100 000 დარჩა. ჩვენ დაახლოებით, 30 000 უკრაინელი ლტოლვილი გვყავს, მათი ნაწილი დაბრუნდა, როდესაც სიტუაცია დაწყნარდა კიევში, შემდეგ ისევ ჩამოვიდა, და დაახლოებით, 100 000 რუსი. ამას გარდა, საქართველოს მოსახლეობას, უნდა აღვნიშნო, რომ აქვს რუსეთის მიერ ორი ოკუპირებული ტერიტორია, სამხედრო ბაზებით.

ორი პრორუსული რეგიონი…

და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე. არის დროდადრო ვერბალური დაპირისპირებები, მაგრამ საერთო ჯამში, ეს რუსი მოსახლეობა, რომელიც ჩამოვიდა და ჯერჯერობით რჩება, არის ის, რომელსაც არ სურს გაიზიაროს ამ პუტინისეულ ომში მყოფი რუსეთის ბედი, არ სურთ მობილიზაცია, არიან საშუალო კლასის წარმომადგენელი ახალგაზრდები..

განათლებულები?

განათლებულები.

რატომ დაუშვა ეს ვლადიმერ პუტინმა? რატომ გამოუშვა ისინი, მას სავარაუდოდ, შეეძლო ძალიან სწრაფად ხელი შეეშალა მათი გამოსვლისთვის?

თავდაპირველად ვარაუდობდა, რომ ეს შეასუსტებდა მოსახლეობის რეაქციას განსაკუთრებით, მოსკოვში, სადაც ამ მობილიზაციამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ეს ქმნის [ქვეყნის] გარეთ მასას, რომელიც მას არ ექვემდებარება. კიდევ გავიმეორებ, ის ყველა გათვლას არასწორად აკეთებს და ცუდ გადაწყვეტილებებს იღებს. მისი შეხედულებისამებრ…

რას საქმიანობენ ეს რუსები თქვენთან, საქართველოში? 

ბევრი მათგანი IT სფეროშია, ისინი მუშაობენ, ზოგი რაღაც სახსრებით ჩამოვიდა. კიდევ გავიმეორებ, მიუხედავად იმისა, თუ რას იმეორებენ აქ ყველგან, მე ვიტყვი, ჩვენ სრულიად და დიდი მონდომებით შევუერთდით საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, რადგან ჩვენი ბანკები არიან როგორც ამბობენ «ultra compliant» , ამიტომ ისინი (რუსები) იძულებულები არიან ნაღდი ფულით ჩამოვიდნენ, ეს თანხა ეყოფათ თუ არა…

ვისაუბრებთ ამ სანქციების შესახებ; ომის დაწყებიდან 8 თვენახევრის შემდეგ გვიჭირს გავიგოთ რომელ მხარესაა საქართველო, ისევ უკრაინის მხარეს, თუ რუსეთისგან არც თუ ისე შორს.

სრულად უკრაინის გვერდით – რაც შეეხება მოსახლეობას. ამაზე ეჭვი არ არსებობს, ნებისმიერ დროს, როდესაც ამის საჭიროება არის, ხალხი გამოდის ქუჩაში.

უმრავლესობა?

სრულად! თქვენ თუ ჩამოხალთ საქართველოში ნახავთ, რომ კედლები მოფენილია უკრაინული დროშებით და ასევე სლოგანებით, რომლებიც პუტინს არ მოეწონებოდა.

რაც შეეხება მთავრობას?

დიახ, ვიმეორებ, რომ მოსახლეობის პოზიცია სრულიად ნაკარნახევია იმ ფაქტით, რომ საქართველო, ბოლო პერიოდებში, რუსეთის მიერ სამჯერ იყო დაპყრობილი და დღეს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამაზე კითხვის ნიშანი არ ისმის. ეხლა რაც შეეხება მთავრობას, ის ცდილობს იყოს ფრთხილი, ჩემზე უფრო ფრთხილი, უკრაინის მიმართ ჩემს მხარდაჭერაში მე ძალიან ექსპრესიული ვარ!

ეს მთავრობა ძალიან შორს წავიდა. ამ ზაფხულს თქვენ ხალხის მტერი გიწოდეს… ივლისის შუა რიცხვებში…

ამ ტერმინით არა, ეს ჩემამდე მოვიდოდა. ამ ტერმინით არა, მაგრამ ცხადია არის განსხვავება ჩემს და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს და ეს მისი გადაწყვეტილებაა რომ, უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რომ არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა. მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს, მაგრამ ვიზიარებ იდეას, რომ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ახალი ხაზი არ გაავლოს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შორის. რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ხვალ, უკრაინაში დამარცხების შემდეგ, რაც მისთვის დამამცირებელი იქნება, საქართველოში იგი საკუთარი უმწიკლოების აღდგენას შეძლებს. გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენ ერთ კალათაში ვართ, და ის რაც ეხება უკრაინას სოლიდარობის და მხარდაჭერის კუთხით, უნდა შეეხოს ხვალ საქართველოსაც.

ამის სათქმელად ხართ ჩამოსული?

ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი.

ამას გარდა, როგორ უნდა მოხერხდეს ყველა მხარის ერთ მაგიდასთან დასხდომა? ეს ჯერ კიდევ ძალიან შორი პერსპექტივაა.

ერთი პრინციპი უნდა იყოს მთავარი, მაგიდასთან დასხდომა უნდა გადაწყვიტონ მხარეებმა, რომლებმაც იომეს. უკრაინამ…

უკრაინამ და რუსეთმა?

რუსეთმა… თავისთავად, ის რაღაც მომენტში უნდა დათანხმდეს. ისინი თამაშობენ მოლაპარაკებების თემით.

როგორაა შესაძლებელი ამ მხარეების ერთ მაგიდასთან დასხდომა? ეს შეუძლებელი ჩანს.

რაღაც მომენტში, ამისთვის სიტუაცია მომწიფდება.

ამ ომს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ეკონომიკური შედეგები ჰქონდა. შიშობთ, რომ შესაძლებელია ევროპელებმა, რაღაც მომენტში, აღარ გამოიჩინონ სოლიდარობა უკრაინის მიმართ, თუ ეს ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება?

ვფიქრობ, რუსეთი გათვლას ამაზე აკეთებდა. მას ეგონა, რომ აქაც იგივე მოხდებოდა, რაც ყოველ ჯერზე ხდებოდა საქართველოში: 1991 წელს, 2008 წელს და ყირიმში – 2014 წელს; ცოტა ხმაურის შემდეგ, ევროპელები დაუბრუნდებოდნენ (მასთან) ბიზნესს, როგორც ყოველთვის. ეს ასე არ მოხდა. მას ასევე, ეგონა, რომ კომფორტს მიჩვეული ევროპელი მოსახლეობა აუჯანყდებოდა ხელისუფლებას და მათ სანქციებს, რომლებიც ძვირი უჯდება მოსახლეობას, ეს ასე რადიკალურად არ მოხდა. მართალია, რთულია ეს ყველაფერი, იქნება მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ნაკლები ენთუზიაზმი ექნება, მაგრამ სრული გახლეჩა, რასაც რუსული მმართველობა ელოდებოდა, არ მოხდა, არცერთი მათი მოლოდინი არ შესრულდა.

თქვენ სრულიად ენდობით ევროპელებს? ისინი უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანობას შეინარჩუნებენ?

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამჯერად, ყველაფერი ნათელია, ევროპის რეორიენტაცია მეტი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის დღესდღეობით საბოლოოა. ყველამ გაიგო, რომ არ შეიძლება დამოკიდებული იყო არადემოკრატიულ ქვეყანაზე. ეს დიდი გაკვეთილია, რომელიც ყველამ გაიგო, უკრაინის წყალობით”.

სალომე ზურაბიშვილი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ვის შეეხება მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

15:18; 25 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ევროპარლამენტარი: საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიისა და ევროკავშირის გეზს, ვიდრე პუტინი არ დამარცხდება უკრაინის ომში

14:50; 25 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“ვინც “იმედთან” ითანამშრომლებს, განწირულია სანქციებისათვის. გგონიათ ივანიშვილი გაწირავს “ქართუს”? – რომან გოცირიძე

14:48; 25 თებერვალი, 2026

"ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ"- კონსილიუმი სააკაშვილის შესახებ მსჯელობს

"სელფისკენ" მიდრეკილება ფსიქიკური გადახრა ყოფილა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25.02.2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25.02.2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25.02.2026
სამართალი

ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

18:11; 25.02.2026
ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა

17:57; 25.02.2026
ფინანსები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

17:40; 25.02.2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

16:53; 25.02.2026
სამართალი

“შშმ არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და გააუპატიურა”- პროკურატურა

16:45; 25.02.2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე

15:40; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

15:27; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო