“ქართული ოცნების” მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის თქმით, მის მიმართ წარმოებული კამპანია ქვეყნის გარეთ მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნის:
“პრაქტიკულად, ყველა კუთხით მოდის ეს შეტევები. ბოლო ის არის, რომ თურმე არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი და მომხრე ვარ ერთსქესიანთა ქორწინების.
პრაქტიკულად, აზრი არ აქვს, დაიწყო თავდაცვითი საქმე. კიდევ ერთი შემაშფოთებელი დისკრედიტაცია ვრცელდება საზღვარგარეთ _ იქაურ საზოგადოებაში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მე ვარ პრორუსული, რომ ორი ძალა არის ქვეყანაში _ ერთი იცავს მშობლიურ პატრიოტულ ღირებულებებს, მეორე _ რუსულ იდეოლოგიას. იქ როცა ჩვენ საყრდენს იდეოლოგიურად უტევენ, ამან შეიძლება ძალიან მძიმე გავლენა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის სახელზე“, _ განაცხადა ზურაბიშვილმა.