24 ივლისს ჩოხატაური კომპოზიტორ და ავტორ-შემსრულებელ ზვიად ბოლქვაძის დაუვიწყარ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს.

24 ივლისი | ჩოხატაურის ხელოვნების სასახლე _ დასაწყისი: 19:00

დასწრება თავისუფალია!

მონაწილე ბენდის წევრები:

ბას გიტარა – ლევან დეისაძე

დასარტყამი ინსტრუმენტები – ზაზა ცერცვაძე

სოლო გიტარა – გიგი ცინცაძე

კლავიშები – ამირან დიასამიძე

პერკუსია – დიტო საკანდელიძე

მელოდიკა – ანდრია ბოლქვაძე

სპეციალური მოწვევით ზვიად ბოლქვაძესთან ერთად წარსდგება მომღერალი ნეკა სებისკვერაძე.

შესრულდება ზვიად ბოლქვაძის ცნობილი და საყვარელი სიმღერები:
„დაზამთრდა“, „ამოდუღდი“, „აჭარული“, „ფრი“ და სხვა – ავტორის უნიკალური შესრულებითა და განსაკუთრებული ენერგეტიკით. _ ინფორმაციას ჩოხატაურის კულტურის ცენტრი ავრცელებს.