უფლებადამცველი ზვიად კუპრავა საქართველოში დაბრუნდა. როგორც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლისგან ხდება ცნობილი, კუპრავა კიევში იმყოფებოდა. მოქალაქე აღნიშნულის დამადასტურებელ ფოტო და აუდიო მასალას აქვეყნებს.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ზვიად კუპრავა აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ ტიბეტში იმყოფებოდა, სადაც დალაი-ლამას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ კუპავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
,,ტიბეტში ვიყავი, დალაი-ლამას შევხვდი და მისივე თხოვნით, სათავეში ვუდგები იქაური მემანქანეების გაფიცვას. კიევში არ ვიყავი, ტრანზიტით ვიყავი მხოლოდ კიევში, უკრაინის საზღვარი არ გადამიკვეთავს, უკრაინაში ვიყავი მხოლოდ ნეიტრალურ ზონაში, ვინაიდან თვითმფრინავს ველოდებოდი. ევროპაში ვიყავი, მაგრამ ამსტერდამში – არა?!“,_განაცხადა ჟურნალისტებთან კუპრავამ, რომლის კომენტარს ,,პირველი არხი“ ავრცელებს.