იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტის მერებს შეხვდა.
ზვიად შალამბერიძემ მერებს მოუწოდა, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციებში მოხდეს გაცილებით მეტი ადამიანური რესურსის მობილიზება, გაიზარდოს იმ თანამშრომელთა რიცხვი, რომლებიც გადამზადების შესაბამისი პირების მიერ და კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ეპიდემიოლოგებთან ერთად იმუშავებენ.
გუბერნატორთან შეხვედრაზე ითქვა, რომ მაქსიმალურად მკაცრდება სამედიცინო პერსონალის ტესტირების პროცესი, ასევე უნდა მოხდეს პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებების სრული ინვენტარიზაცია.