ამ ეტაპზე საქართველოში 1 005 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 294 ადამიანი იმყოფება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 005 პირი, მათ შორის, თბილისში – 438, აჭარაში – 134, იმერეთში – 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 50, იმერეთში – 24.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 990 183 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 925 137, გარდაიცვალა 14 425 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.