BBC-ის ინფორმაციით, სტიქიას ებრძვიან საფრანგეთში.
წყალდიდობის გამო, 1 600-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის, ერთ-ერთი საზაფხულო ბანაკიდან 119 ბავშვის ევაკუაცია გახორციელდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 17 000-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
გავრცელებული ცნობით, მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში 10 ადამიანი გადაიყვანეს.