ერთი დოლარის ოფიციალური ფასი დღეისთვის 2 ლარსა და 85 თეთრს უახლოვდება, კომერციულ ბანკებსა და გადამცვლელ ჯიხურებში კი ის უკვე 2 და 90-ია.
თუმცა, ეკონომიკიკის მინისტრი ნათია თურნავას განცხადებუით, “ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ უნდა დაემუქროს”.
“მაკროეკონომიკა ჯანსაღია, მყარია, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ ლარს გრძელვადიანი საფრთხე ემუქრება. თუმცა, ისიც მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა, სიმშვიდე, ეს არის ის ფაქტორები, რომლებიც ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს მთლიანად ეკონომიკაზე ინვესტიციებზე, მათ შორის ლარის კურსზე. ჩვენ ვვითარდებით იმდაგვარად, რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ უნდა დაემუქროს”, _ განაცხადა მინისტრმა.