დოკუმენტის მიხედვით, სხვადასხვა სოციალური პროექტის პარალელურად, გათვალისწინებულია ადგილობრივი მოსწავლეების ნაწილის სასკოლო-საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ:
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების შვილებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 200 000-ს;
სასკოლო-საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფის პროგრამა ასევე ვრცელდება შახტში დაღუპულთა/დაშავებულთა (ვისაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) და სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 30 001 ქულას) პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეებზე.
წყარო: etaloni.ge