უბედური შემთხვევა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში _ სატვირთო ავტომობილს, რომელიც შეშით იყო დატვირთული, გზა ჩამოუშვავდა და ხრამში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა 3 ადამიანი. გარდაცვლილიც და დაშავებულებიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭიეთიდან არიან.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ავტომანქანის ძარაზე 2 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთმა გადახტომა მოასწრო. დაშავდა კაბინაში მყოფი მძღოლი და ერთი მგზავრიც.
დაშავებულები ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
შსს-ს ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. უწყებისვე ცნობით, საქმეზე გამოძიება 66 მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.