კახეთში, საგარეჯოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჭიდაო სკოლის ნაკრებმა გუნდმა (2003 -2005 წლებში დაბადებულთა შორის ) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 12 მედალი მოიპოვეს. აქედან: 1- ოქრო, 2 – ვერცხლი და 9 -ბრიჯაო.
ტურნირისთვის მოჭიდავეები მწვრთნელებმა: გურამ მაჭარაშვილმა, ძმებმა ზურაბიანებმა, გურამ აბაშიძემ, თენგიზ ლაბაძემ, ბექა ჩოფლიანმა, თენგიზ მუჯირმა და კახაბერ აბაშიძემ მოამზადეს.
აღნიშნული ტურნირის ოქროსმედალოსანი ნიკოლოზ შიუკაშვილი, ნოემბერში ირანში, თეირანში, საერთაშორისო ტურნირზე იჭიდავებს.