ასტეროიდი ფლორენცია დედამიწას 1 სექტემბერს 4.4 კილომეტრის დაშორებით უსაფრთხოდ ჩაუვლის. აღნიშნულ ინფორმაციას NASA ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ასტეროიდი ფლორენცია დედამიწასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი დიდი ასტეროიდია.
„მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის სიახლოვეს ბევრმა ასტეროიდმა ჩაიარა, ფლორენციასთან შედარებით ყველა მათგანი პატარა იყო“,_ამბობს NASA-ს კვლევის ცენტრის მენეჯერი, პოლ ჩოდასი.
როგორც ცნობილია, ასტეროიდი ფლორენცია ავსტრალიის Siding Spring Observatory-აში 1981 წლის მარტში შელტ „ბობი“ ბასმა აღმოაჩინა და მას სახელი ფლორენცია ფლორენს ნაითინგეილის საპატივცემულოდ დაარქვეს.
გავრცელებული ცნობით, ფლორენს ნაითინგეილმა მსოფლიოში პირველი მოწყალების დების სამსახური ჩამოაყალიბა.