სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოჭიდავე იური ლომაძის საქმე, სადაც ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის საპროცესო შეთანხმებას მოეწერა ხელი.
შეთანხმების თანახმად, ევროპის ვიცე ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იური ლომაძე, ძმასა და სხვა სამ პირთან ერთად 1 წლით პატიმრობაში დარჩება, შემდეგი სამი წელი კი პირობითი მსჯავრი ექნება.
იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ცემას ედავებოდა.
მოჭიდავე 5 ივლისს დააკავეს და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფება.
წყარო: recorder.ge