“მოწყალების სახით, ოჯახისგან 10,000 ლარი გადაეცემა ადამიანს, ვინც ავთანდილის დაკარგულ ცხედარს მდ. რიონში გვაპოვნინებს”,-ინფორმაციას ამის შესახებ გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი ავრცელებს.
“მოწყალების სახით, ოჯახისგან 10,000 ლარი გადაეცემა ადამიანს, ვინც ავთანდილის დაკარგულ ცხედარს მდ. რიონში გვაპოვნინებს. ცხედარი შუა ბაშიდან ფოთამდე, ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იყოს: ნაპირებზე, წყლის ზედაპირზე, მდინარის კუნძულებთან და ა.შ მდინარეში საეჭვო სხეულის შემჩნევის შემთხვევაში (ცხედარი 36-ე დღეა წყალშია) გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ პოლიციას და ოჯახს: 598228060 (პასუხისმგებელი გარდაცვლილის ძმა Tarasi Bodokia) ძალიან გთხოვთ, გადააზიაროთ და მაქსიმალურად გაავრცელოთ”,-წერს სოციალურ ქსელში გარდაცცლილის ოჯახი.
ინფორმაციის გადასამოწმებლად, “გურია ნიუსი” გარდაცვლილის ოჯახს დაუკაშირდა.
როგორც გარდაცვლილის შვილი, საბა ბოდოკია გვეუბნება, 48 წლის მამაკაცის ცხედარს 2 მარტიდან ეძებენ.
მისი თქმით, ავთანდილ ბოდოკია ქუთაისთან ახლოს, ვარციხის ჰესში, 10 მეტრის სიღრმის წყალში გადავარდა. შემთხვევა 2 მარტს მოხდა.
ოჯახის ინფორმაციითვე, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სამაშველო ჯგუფები.