10 000-მდე მიგრანტი ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან გერმანიაში გადასახლდება. ამის შესახებ ინფორმაცია EURONEWS-ის ინფორმაციით, ევრო კომისიამ დაადასტურა.
როგორც დიმიტრის ავრომოპულოსი, ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში, ამბობს, ბერლინი კვირის დასაწყისში ევროკავშირის პროგრამას შეუერთდა, რომელიც ნებაყოფლობით დასახლებას ეხება.
„გერმანიის მთავრობა კიდევ ერთხელ არის იქ, სადაც საერთაშორისო სოლიდარობაა“,_ამბობს ის.
როგორც ცნობილია, გასული წლის სექტემბერში ევროკომისიამ განაცხადა, რომ ჩადიდან, ეგვიპტიდან, ლიბიიდან და სუდანიდან 50 000-მდე მიგრანტის დასახლებისთვის კავშირის წევრ სახელმწიფოებს გადაუხდიდა.
გადაწყვეტილების მიზანი 2019 წლისთვის, ხმელთაშუა ზღვიდან მიგრაციის ნაკადის სტაბილიზაციაა.