რუსმა დამპყრობლებმა მოკლეს 10,500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე, ჩაიდინეს 94,000 ომის დანაშაული და გაანადგურეს 115,000 სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, _ აღნიშნული განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა Telegram-ზე გააკეთა.
კოსტინის თქმით, პროკურორები, უკრაინის უშიშროების სამსახურის და პოლიციის გამომძიებლები მუშაობენ რუსი დამპყრობლების პასუხისგებაში მიცემის მიზნით უკრაინის და საერთაშორისო სასამართლოებში.