“ბუკნარის საჯარო სკოლაში ათმა ბავშვმა ჩავაბარეთ. ჩვენ გარდა ყველაზე დაწერეთ”, _ ეს საყვედურნარევი წერილი, რომლის ადრესანტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თამუნა ადაძეა, “გურია ნიუსმა” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მიიღო.
თამუნა თავის და თავისი მეგობრების მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებზე მიღებულ შედეგებს გვიზიარებს.
“ბუნიკა ირემაძე _ 55 ქულა, თამარ ადაძე _ 53 ქულა, კესარია ხელაძე _ 50 ქულა, თამარ გიორგაძე _ 50 ქულა, ნათია გიორგაძე _ 39 ქულა, თამაზ მგელაძე _ 44 ქულა, ქრისტინე ბერსელაძე _ 40 ქულა, თეა ბერიძე _ 38 ქულა, ქეთევან ძირკვაძე _ 33 ქულა, გიორგი ირემაძე _ 33 ქულა”.
ჩვენსავე ფეისბუქგვერდზე მოგვწერა ბუკნარის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაკა კუტუბიძემ. მაკა მასწავლებელს სურს, “გურია ნიუსის” საშუალებით სკოლის კურსდამთავრებულებს ქართულის გამოცდაზე მიღებული შედეგები მიულოცოს.
“მსურს თქვენი გვერდის საშუალებით ჩემს მოსწავლეებს მივულოცო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მაღალი შედეგი ჩემს საგანში”, _ გვწერს მაკა კუტუბიძე და ისიც მიღებულ შედეგებს გვიზიარებს.
შეგახსენებთ, რომ “გურია ნიუსის” ვებგვერდზე ეროვნული გამოცდების შედეგების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია პირველადია და შესაბამისმა სკოლებმა მოგვაწოდა ან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რაც შესაძლებელია სრულყოფილი არ იყოს.
თუ გსურთ, სხვებსაც გააგებინოთ თქვენი შედეგი და გაუზიაროთ სიხარული, მოგვწერეთ “გურია ნიუსის” ვებგვერდზე ან ნებისმიერი თანამშრომლის პირად გვერდზე.
“გურია ნიუსი” ულოცავს ყველას, ვინც ჩააბარა ქართულის გამოცდა და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.