10 მაისს, მთავრობის მიერ გამოცხადებულ უქმე დღეს, პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ანრი ოხანაშვილმა გაავრცელა.
“პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან.
ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.
გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს.
ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას.
ქრისტე აღდგა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!”_ წერს ოხანაშვილი.