ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინასთან ომში დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
“ვრცელდება ინფორმაცია რომ 100 000 ჩრდილოეთ კორეელი მოხალისე ემზადება ჩასასვლელად და კონფლიქტში ჩასართველად”,_ აღნიშნული განცხადება ტელე წამყვანმა იგორ კოროჩენკომ გააკეთა.
აღნიშნული ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთის სამხედრო ძალები თითქმის ამოწურულია უკრაინის ძირითადი ნაწილების, მათ შორის დედაქალაქი კიევის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.
ზოგიერთი შეფასებით დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 15000-დან 25000-მდეა. ომი უკვე ხუთ თვეზე მეტი ხანია რაც გრძელდება და რუსეთის დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობა დღეში დაახლოებით 100-ს შეადგენს.
კოროჩენკომ ასევე მიუთითა ცნობებზე იმის შესახებ, რომ რუსეთმა მიიწვია ჩრდილოეთ კორეელი „მშენებლები“ რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის ასაშენებლად.
ალექსანდრე მაცეგორამ, რუსეთის ელჩმა ჩრდილოეთ კორეაში, ივლისში თქვა, რომ „კორეელი მშენებლები, რომლებიც არიან მაღალკვალიფიციური, შრომისმოყვარე და მზად არიან იმუშაონ ურთულეს პირობებში, ძალიან სერიოზულ მონაწილეობას მიიღებენ დონბასში დანგრეული ინფრასტრუქტურის ასაშენებლად.
კოროჩენკომ ჩრდილოეთ კორეელ მშენებლებს უწოდა „რეზიდენტი და არამოთხოვნილი“ და თქვა, რომ რაც მთავარია, ისინი „მოტივირებულები არიან“.
ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი უფრო მჭიდრო პარტნიორობი გახდნენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეა არის მსოფლიოში ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ქვეყანებიდან, რომელმაც ცნო დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (DNR) და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის (LNR) დამოუკიდებლობა.
მაცეგორამ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა არაფერს იღებს რუსეთთან თანამშრომლობისთვის და თქვა, რომ ის მხოლოდ “სინდისის” მიხედვით მოქმედებდა.
„ჩრდილოეთი კორეა არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ სრულიად დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება. ვერავინ – ვერც რუსეთი ჩინეთთან ერთად, რომ აღარაფერი ვთქვათ შეერთებულ შტატებზე – ვერ აიძულებს ჩრდილოეთ კორეელებს რაიმე გააკეთონ ან არ გააკეთონ.
ახალ რეალობაში, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ, რომელშიც DPRK არსებობს, რომელშიც იარსებებს დონბასის რესპუბლიკები, ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ცხოვრებას ყველა სახის შეზღუდვის პირობებში“, – დაასკვნა მაცეგორამ.