გიორგი კომახიძე 100%-იანი დაფინანსებით სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
გიორგი მართალია თბილისში ცხოვრობს და სკოლაც იქ დაამთავრა, თუმცა, მისი მშობლები ლანჩხუთიდან არიან და მის ოჯახს აქ ბევრი საკმაოდ ახლოს იცნობს.
მამა ბენო კომახიძე, რომელიც ახლა დედაქალაქში აგრძელებს საქმიანობას, წლების წინ ლანჩხუთში საკმაოდ წარმატებულ ახალგაზრდა სტომატოლოგად მიიჩნეოდა.
„ჩემი ოქროს ბიჭი, ჩემი გიო, გაგვახარა ყველა, ასახელა სკოლაც და ოჯახიც, გაამართლა ოქროს მედალიც და ყველას იმედები, 100% გრანტით უკვე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, გილოცავ გიორგი, ასე წარმატებით გადაგელახოს ყველა ეტაპი ცხოვრების გზაზე, ვამაყობთ შენით“, _ წერს ფეისბუქზე გიორგის ოჯახის წევრი თამარ ვადაჭკორია.
[sexy_author_bio]