სენაკში, სოფელ თეკლათან “მერსედესის” მარკის ავტომობილს, რომელშიც “ფორმულას” გადამღები ჯგუფი იჯდა, ცეცხლი გაუჩნდა. როგორც “გურია ნიუსს” “ფორმულას” ჟურნალისტი, დავით მანია უყვება, ის და მისი ოპერატორი აფეთქებას სასწაულებრივად გადაურჩნენენ.
“იმერეთიდან ვბრუნდებოდით, სადაც გადაღებაზე ვიყავით. თეკლათში შესვლისთანავე, დამწვრის სუნი ვიგრძენი, შემდეგ კი ბოლი შევნიშნე სალონში, რომელიც სულ უფრო ინტენსიური ხდებოდა. გაჩერების შემდეგ კი შევამჩნიეთ, რომ იწვოდა მანქანის ქვედა მხარე, მათ შორის, საწვავის ავზის ნაწილიც…
სასწაულებრივად გადავურჩით აფეთქებას, დროულად რომ შევნიშნეთ საფრთხე და თუნდაც კონდინციონერი რომ არ გვქონდა ჩართული… აწეულ შუშებში ვერ ვიგრძნობდით, ალბათ. ამასთან, დროულად მოვიდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი”, _ აცხადებს მანია.
ავტომობილი ექპსერტიზაზეა გადაყვანილი.
ავტორი