გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ინდოეთში, ნეპალსა და ბანგლადეშში რთული მდგომარეობა შექმნა. სტიქიის შედეგად 100-მდე ადამიანია დაღუპული.
REUTERS-ის ინფორმაციით, ასამის შტატში ბოლო 10 დღის განმავლობაში 4 მილიონზე მეტი მაცხოვრებელი წყლის დონის მატების გამო იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი მიეტოვებინა.
ასამის შტატი ჩაის ინდუსტრიით არის ცნობილი და ის ყოველ წელს იტბორება, ხელისუფლება მილიონობით რუპიას ხარჯავს წყალდიდობაზე კონტროლის დასამყარებლად.
მეტეოროლოგების ცნობით, წვიმა კიდევ 2 დღეს გაგრძელდება.
უამინდობის შედეგად ნეპალში 64 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაიკარგა. გარდაცვალების ძირითადი მიზეზი მეწყერის მიერ სახლების წაღება გახდა.
ბანგლადეშში სტიქიამ ლტოლვილების თავშესაფარი დააზიანა.
Human Rights Watch-ის ცნობით, სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.
2017 წელს სამივე ქვეყანაში წყალდიდობას 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.