ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის ნახატი, რომელიც 100 წლის განმავლობაში დაკარგული იყო, ვენაში იპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, “ფრაულეინ ლიზერის პორტრეტი” ოდესღაც ავსტრიაში ებრაელ ოჯახს ეკუთვნოდა და ბოლოს საზოგადოებაში 1925 წელს ნახეს. ამის შემდეგ მისი ბედი გაურკვეველია, მაგრამ ამჟამინდელი მფლობელების ოჯახს ნახატი 1960-იანი წლებიდან აქვს.
აუქციონის სახლი im Kinsky აფასებს ნახატის ღირებულებას 54 მილიონ დოლარზე მეტად.
მან ხელახლა აღმოჩენას “სენსაცია” უწოდა.
„ასეთი იშვიათობის, მხატვრული მნიშვნელობისა და ღირებულების ნახატი ათწლეულების განმავლობაში არ იყო ხელმისაწვდომი ცენტრალური ევროპის ხელოვნების ბაზარზე“, – ნათქვამია იმ კინსკის განცხადებაში.
პორტრეტი აუქციონზე 24 აპრილს გაიყიდება მფლობელებისა და ლიზერის ოჯახის კანონიერი მემკვიდრეების სახელით.