საქართველოში ყველაზე დიდ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ყველა თანამშრომელს განურჩევლად თანამდებობისა APM Terminals-სგან დეკემბრის თვეში საჩუქრად 1000$ ჩაერიცხათ . „APM Terminals-ის კომპანიის ინდუსტრია პანდემიის მიუხედავად აქტიურად მუშაობდა. კომპანიამ გამოიჩინა გლობალური ინიციატივა. პანდემიის პერიოდში ერთგული თანამშრომლობისთვის მადლიერების ნიშნად წინა საახალწლოდ თანაბარი თანხით წაეხალისებინა თითოეული თანამშრომელი.”- დააზუსტა ,,გურია ნიუსთან” საუბარში ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ინფორმაციას ადასტურებს ასევე ფოთის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომელი. მათ უკვე ჩაერიცხათ კომპანიის ინიციატივით წამახალისებელი თანხა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved