თაბრიზ შაჰიდი, რომელიც კომპანია”მუსიკის იმპერიის” დირექტორია, ირწმუნება, რომ პავლიაშვილს კრიმინალურ სამყაროსთან საკმაოდ მჭიდრო კავშირები აქვს.
ცოტა ხნის წინ, მომღერალ სოსო პავლიაშვილის სახელმა ბიზნესმენ ავთო ადუაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გაიჟღერა; 2012 წლის 23 ნოემბერს, სავაჭრო ცენტრ “ქარვასლასთან” საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს 46 წლის ავთო ადუაშვილი, რომელიც სოსო პავლიაშვილის ბავშვობის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი იყო. გამოძიებამ მკვლელობის დამკვეთად პავლიაშვილის დის ქმარი ვახტაგ ჩხაპელია დაასახელა. მოწმედ დაკითხვის დროს, ჩხაპელიამ სოსო პავლიაშვილის მამხილებელი ჩვენება მისცა; კერძოდ, განაცხადა, რომ დაქირავებული მკვლელებისთვის გადასახდელი 50 ათასი დოლარი მომღერალმა გადაიხადა.
“გურია ნიუსი” ცდილობს დაუკავშირდეს პავლიაშვილის მხარეს, კომენტარისთვით, თუმცა, უშედეგოდ.