აზერბაიჯანიდან საქართველოში „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, საქართველოს მოქალაქეები მ.ხ, გ.ტ. და ნ.ლ. შემოვიდნენ. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ეჭვის საფუძველზე, მგზავრებისა და მანქანის დეტალური დათვალიერება განხორციელდა. შემოწმების შედეგად ბარგში, სხვა მედიკამენტთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი შემდეგი დასახელების მედიკამენტები გამოვლინდა: ჩონტრამალ (საერთაშორისო დასახელება თრამადოლ HჩI) – 8 ცალი 10-აბიანი ფირფიტა და ერთი ცალი 4-აბიანი ფირფიტა, სულ – 84 აბი; თღAMAL (საერთაშორისო დასახელება თრამადოლ ჰყდროცჰლორიდუმ) – 2 ცალი 10- აბიანი ფირფიტა, სულ – 20 აბი.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები კრიმინალური პოლიციის ალგეთის განყოფილებას გადაეცა.