_ ამ თემაზე ქუთაისში მრგვალი მაგიდა მოეწყო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში მომუშავე მოსამართლეებს შეხვდნენ. მათი განცხადებით, მოსამართლეთა თვითმმართველობის გაძლიერება მნიშვნელოვანია სასამრთლო სისტემის მეტი დაცულობისა და გაჯანსაღებისთვის _ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს სოციალური გარანტიები.
“დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სისტემის შექმნა თვითონ მოსამართლეებმა უნდა უზრუნველყონ. მოსამართლე არუნდა ფიქრობდეს იმაზე, როგორ შეინახოს ოჯახი. ბონუსების და წახალისების დღეს არსებული სისტემა მთლად სამართლიანი არ არის. არ შეიძლება მოსამართლის განსხვავებული აზრი მის მიმართ სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს,” _ განაცხადა “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის” წარმომადგენელმა დავით ასათიანმა
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, შესაცვლელია მანკიერი პრაქტიკა, რომელიც სასამართლოებში არსებობდა: “სამართალდამცავი ორგანოები არუნდა ცდილობდნენ, ჩაერიონ მოსმაართლეთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.”
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები.