https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ხვედელიძე დაკავებულია _ მთავრობის “მსხვერპლი” თუ სამართლის აღსრულება

6:05; 13.05.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ “გუშინ ვუყურებდი ტელევიზორს. ხუხაშვილთან ჰქონდათ ინტერვიუ და ვიღაც ახალგაზრდა კაცთან, ფარესაშვილთან, რომელზეც რაღაც უჩვენებიათ. ეს რომ არ არის ახალი გუნდის სტილი და ხელწერა, მე მგონი ჟურნალისტებისთვის გასაგებია. ძალიან ჰგავს “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერას ეს ყველაფერი. აგებული სქემაა. ჯერ კადრები ჩაუწერეს ოდესღაც, მერე სწორად მიაწოდეს და მერე ეს გვარებიც. კითხვა უნდა დაისვას სწორად. როდესაც ფარესაშვილი მოიხსენიებს ხვედელიძეს, ნაცვლიშვილს, ხუხაშვილს და აგინებს, ვის უნდა ეს. როგორ ფიქრობთ თქვენ, ვისი სურვილია, რომ ეს ასე მოხდეს და განვითარდეს?! მგონი მისი დაგეგმილი და გაკეთებულია ეს ყველაფერი და ეს პიროვნება, მსხვერპლია იმ ძალადობის, იმ იდეოლოგიის, რაც, რამდენიმე წლის განმავლობაში ხორციელდებოდა საქართველოში” _ აღნიშნა პრემიერმა.

ამ განცხადებიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ კი გაირკვა, რომ კადრები შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გელა ხვედელიძემ გაავრცელა.

ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

_ მე არ ვაპირებ ვიყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ხელს აფარებს თავისი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს და ჩაგრავს ხელქვეითს. საქართველოში ეს ეპოქა დასრულდა და დარწმუნებული ვარ არასდროს აღარ დაბრუნდება, _ აღნიშნა ირკალი ღარიბაშვილმა.

მინისტრის განმარტებით ყოველთვის იქნება თითოეული ადამიანის, კოლეგის დამცველი, მაგრამ კანონის დარღვევა არავის ეპატიება.

_ “არავის არასდროს უნდა ეპატიოს დანაშაულის ჩადენა. სწორედ ეს არის ისტორიულ, ევროპულ ოჯახში დაბრუნების ერთადერთი გზა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა _ “მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი და მაქვს ჩვეულებრივ მოქალაქეზე მეტი თმენის, და რაც მთავარია, ყოველგვარი ემოციების გარეშე გადაწყვეტილებების მიღების ვალდებულება. ამიტომ, რაც მოხდა, არის კანონისა და სამართლიანობის აღსრულება”.

ღარიბაშვილის თქმით, კადრები წინა ხელისუფლებამ ფარესაშვილზე ზემოქმედების მიზნით გადაიღო.

_ “ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ეს და სხვა კადრები მიკვლეული იქნა და დაილუქა დადგენილი წესით. თუმცა არ გვაქვს იმის გარანტია, რომ წინა ხელისუფლების ხელში არ არის მათი ასლები. ამ და სხვა უკანონო კადრების უსაფრთხოების უზურნველყოფა მინდობილი ჰქონდა სხვებთან ერთად ჩემს ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს. ჩემთვის არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ჩემმა პირველმა მოადგილემ, გელა ხვედელიძემ სამწუხაროდ ჩაიდინა არა მხოლოდ დანაშაული, არამედ შსს-ს თანაშრომლისთვის შეუფერებელი საქციელი. მან არაადეკვატურად და მტკივნეულად მიიღო მის მიმართ მედიით გავრცელებული სრულიად უსაფუძვლო ცილისმწამებლური განცხადებები და ფარესიშვილზე შურისძიების მოტივით დამოუკიდებლად გაავრცელა. მისი ფიქრით, ამგვარი ხერხით, შეწყდებოდა მის მიმართ წარმოებული ეს ცილისმწამბელური კამპანია” _ განაცხადა ღარიბაშვილმა.

ხვედელიძე დაკავებულია და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ედება.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დაკავებას გამოეხმაურა ჟურნალისტი გიორგი ფარესაშვილიც. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში საუბრისას ფარესაშვილმა აღნიშნა, რომ ხვედელიძის მსგავსად, მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილიც უნდა დააკავონ.

_ “გელა ხვედელიძის დაკავება, ესაა სამართლიანობის გამარჯვების დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაირკვევა. მოვითხოვ ლაშა ნაცვლიშვილმა გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ლაშა ნაცვლიშვილიც უნდა მიჰყვეს გელა ხვედელიძეს. ეს იქნება სამართლიანობის ზეიმის მეორე ეტაპი”, – აღნიშნავს ფარესაშვილი, რომელიც მასალებს, რომელიც მას გია ხუხაშვილის, გელა ხვედელიძისა და ლაშა ნაცვლიშვილის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ გააჩნია, გამოძიებას გადასცემს.

ხვედელიძის დაკავებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ დაკავება სწორი საქციელია, თუმცა, რიგ შეკითხვებზე პასუხია გასაცემი:

_ ხვედელიძის დაკავება სწორი საქციელია და შექებას იმსახურებს. მიუხედავად ამისა რჩება კითხვები. კერძოდ: რატომ გვატყუებდა ბიძინა ივანიშვილი როცა მას ხელს აფარებდა და ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის შეთითხნილად შერაცხა? (მგონი მორიგი გადათქმა დროულია); რა აძლევს ღარიბაშვილს იმის მტკიცების საფუძველს როდის მოხდა კადრების გადაღება – მგონი ფარესაშვილმა ნათლად მიანიშნა ამ კადრების გადაღების დრო; თუკი სანდოა ფარესაშვილის მიერ ხვედელიძის მხილება, რატომ არაა სანდო მის მიერვე გენ პროკურორის პირველი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილისა და დიდი ხუხაშვილისთვის ხელის დადება? მნიშვნელოვანი დეტალი: ღია პუტინისტის, ვალერი ხაბურძანიას ყოფილი მოადგილე და ახლო მეგობარი, ლაშა ნაცვლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანმა, ხვედელიძესთან ერთად, დანიშვნის წინ ივანიშვილს საეჭვო წარსულის მქონედ და ეროვნული უსაფრთხოებისთვის არასასურველ პიროვნებად დაუსახელა; მაინტერესებს რას აკეთებს შს მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწის შსს-ს თანამშრომლების მიერვე (საქმის ნამდვილობა გენ პროკურორმა პირდაპირ ეთერში დაადასტურა) პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული კადრებით შანტაჟის საქმეზე-მოსამართლეზე (რომლის სასამართლოს გადაწყვეტილებებს საჯაროდ აბუჩად იგდებს იუსტიციის მინისტრი)? ამდენი თვე გავიდა და არანაირი პროგრესი რაც თავისთავად უაღრესად საეჭვოა; ამხელა პრეს კონფერენციაზე ნუთუ შს მინისტრმა საჭიროდ არ ჩათვალა პოზიციის დაფიქსირება პარლამენტის წევრებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე? ძალადობისგან არ გამიჯვნა მის წახალისებას წარმოადგენს, _ აღნიშნავს გიორგი კანდელაკი.

ექსპერტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ თუ ხვედელიძეს ხელი მიუწვდებოდა დალუქულ კადრებზე და ერთ-ერთის ასლიც ჰქონდა, შესაძლოა, სხვაც ჰქონდეს.

_ თუ ხვედელიძეს ხელი მიუწვდებოდა დალუქულ კადრებზე და ერთ-ერთის ასლიც ჰქონდა, შესაძლოა, სხვაც ჰქონდეს და სხვებსაც ჰქონდეს. თუ ხვედელიძის გარდა, ამ საქმეში ნაცვლიშვილისა და ხუხაშვილის ჩართულობის ფარესაშვილისეულ ბრალდებას გავითვალისწინებთ, მაშინ სავარაუდოდ, იკვეთება თუ ვინ აწვდიდა პროკურატურიდან ინფორმაციას ყველაფეროლოგს და რა შინაარსის იყო მასთან დაბარებულ საქმოსანთა აღსარებები. ისე, სახელმწიფო ხარჯზე ორგანიზებულ უკანონო გადაღებებზე არავის მოეთხოვება პასუხი? _ ამბობს შეშელიძე.

ხვედელიძის დაკავებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ადმინისტრაციის უფროსი, ანდო ბარნოვი მოუწოდებს მთავრობას, დეტალურად გამოიძიონ ის კორუფციული ბრალდებები, რამაც ხვედელიძეს კადრების გამოქვეყნებისაკენ უბიძგა.

_ გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ერთ-ერთი ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოქვეყნდა, პრემიერ მინისტრმა, ყოველგვარი აპელირების გარეშე, პირდაპირ ხელი დაადო ნაციონალურ მოძრაობას და განაცხადეს, რომ კადრები ნაციონალური მოძრაობის მთავრობის მიერ იყო ჩაწერილი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა მიერვე იქნა გამოქვეყნებული. ალბათ გახსოვთ, რომ პრემიერი, ჩვეულ სტილში, დაცინვით პასუხუმდა ჟურნალისტს, რომელმაც კითხვის დასმა გაუბედა.

ბუნებრივია, საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა პრემიერის ეს მიდგომა და სწორედ საზოგადოების ზეწოლა და ნაციონალური მოძრაობის აქტივობა გახდა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც დღეს მთავრობას უწევს, რომ იმჯის შენარჩუნების მიზნით გარკვეული მსხვერპლი გაიღოს.

უნდა ითქვას, რომ პრემიერმა პირდაპირ იცრუა, როდესაც მტკიცებით ფორმაში დაადანაშაულა ნაციონალური მოძრაობა. მისი რეაქცია გვიჩენს ეჭვს, რომ ის პირადაც იყო ინფორმირებული აღნიშნული კადრების გავრცელების დეტალების შესახებ, და მეტიც, დაინტერესებულიც კი იყო რეალობის დაფარვაში.

ამ ეჭვს გვიძლიერებს ის გარემოება, რომ თავად ფარესაშვილი კორუფციის უმძიმესი ფაქტების შესახებ ამხელდა პრემიერთან განსაკუთრებით დახლოებულ ორ პირს, ლაშა ნაცვლიშვილს და გია ხუხაშვილს.

ხოლო ჟურნალისტ ელისო კილაძისგან ვიცით, რომ მას მოეპოვებოდა ჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორ ემუქრებოდნენ მაღალჩინოსნები ფარესაშვილის მეგობარს ჩანაწერების გამოქვეყნებით და ბუნებრივად გვიჩნდება კითხვა:

ჩანაწერის გამოქვეყნების ბრალი მართლაც მხოლოდ ხვედელიძის კისერზე რომ იყოს, რა ვუყოთ ფარესაშვილის იმ ბრალდებებს, რის გამოც ხვედელიძემ ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა?

ეს ბრალდებები რომ უსაფუძვლო ყოფილიყო, ალბათ არც ხვედელიძე გამოაქვეყნებდა კადრებს და მეორეს მხრივ ფაქტია, რომ ფარესაშვილის ბრალდებაში ხუხაშვილი და ნაცვლიშვილი პირველ რიგებში ფიგურირებდნენ.

ამიტომ, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილმა უბრალოდ გაწირა მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი კადრი, რომ დანარჩენების დანაშაული დაეფარა.

ასევე მწუხარებით უნდა აღვნიშნოთ, რომ პრემიერმა პირდაპირ იცრუა და სცადა, შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება. მან სცადა, სიცრუეში გვაცხოვროს, სწორედ ისე, როგორც ძალიან ხშირად თვითონ აბრალებს ხოლმე ოპონენტებს.

რომ შევაჯამოთ, ჩვენი აზრით, დღეს მთავრობა მხოლოდ სახის შენარჩუნებისათვის იჭერს ერთ-ერთ ჩინოვნიკს. თუ მთავრობის მიზანი ობიექტურობაა, მაშინ მოვუწოდებთ მათ, რომ გამჭვირვალედ აწარმოონ გამოძიების პროცესი და დაანახონ საზოგადოებას, თუ საიდან დაასკვნეს, რომ თუნდაც ჩანაწერების გამოქვეყნების ეპიზოდში, აწ უკვე პრემიერის მრჩეველი ხუხაშვილი და მინისტრის მოადგილე ნაცვლიშვილი უდანაშაულონი არიან.

ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, დეტალურად გამოიძიონ ის კორუფციული ბრალდებები, რამაც ხვედელიძეს კადრების გამოქვეყნებისაკენ უბიძგა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ ბრალდებების მთავარი ფიგურანტები პრემიერთან განსაკუთრებით დაახლოებული პირები – ნაცვლიშვილი და ხუხაშვილი არიან. სამწუხაროდ, მათ შესახებ გამოძიებას დღემდე კითხვები არ დაუსვამს, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

დახმარება სამამულო ომის მონაწილეებს

ევროკავშირის ელჩი პარლამენტში

ყველა სიახლე

მსოფლიო

ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

11:22; 26.02.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 30 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო

10:40; 26.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

10:37; 26.02.2026
მსოფლიო

პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

10:36; 26.02.2026
პოლიტიკა

“ოცნების ხელისუფლების ასეთი გადაფსიხება მე არ მახსოვს” – დავით ზურაბიშვილი

10:29; 26.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
საზოგადოება

გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია _ გაფრთხილება მძღოლებს

10:13; 26.02.2026
მსოფლიო

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

10:06; 26.02.2026
საზოგადოება

ნალექი, ქარი, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

9:56; 26.02.2026
საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25.02.2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25.02.2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
0

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო