რომლის გახსნის პატივიც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ხვდა წილად.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა მოსამართლეებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. კუბლაშვილის თქმით, მოსამართლეები უნდა ამაყობდნენ, რომ მუშაობენ ამ თანამდებობაზე და ახორციელებენ მართლმსაჯულებას.
“დღეს არის მოსამართლის დღე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მით უფრო, რომ პირველი ნაბიჯი დიდი რეფორმისა დაიწყო და დღე-დღეზე ხელი მოეწერება. არა მარტო ამ კედლებში, არამედ ყველა სასამართლოს კედლებში უნდა დაისადგუროს თავისუფლებამ და დამოუკიდებლობამ. ამ მხრივ სიმბოლურია მუზეუმის გახსნა, რათა ადგილობრივებმა თუ ჩამოსულებმა ნახონ, როგორი იყო ჩვენი სამართლებრივი კულტურა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ძალიან დიდი სამართლებრივი კულტურის მქონე ერი. ჩვენს წინაშე დგას ძალიან მნიშვნელოვანი სასიცოცხლო საკითხი: აღმოვჩნდებით თუ არა ღირსნი იმ სამართლებრივი ტრადიციის და კულტურის, რომელიც ამ მუზეუმშია გამოფენილი. მე მჯერა, რომ პასუხი იქნება დადებითი და ამას თვითონ მოსამართლეები აჩვენებენ თუნდაც მომავალ მოსამართლეთა კონფერენციაზე,” _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რომელმაც მუზეუმი კოტე კუბლაშვილთან ერთად დაათვალიერა.
დღის ბოლოს მოსამართლეებისთვის სპეციალური მიღება გაიმართება, სადაც გამორჩეულ მოსამართლეებს დააჯილდოვებენ. ეს შეხვედრა მედიისთვის დახურულია.