ვადის ამოწურვამდე კიდევ ერთმა კანდიდატმა _ შერმადინ მიქელთაძემ შეიტანა მერიაში განაცხადი. მისი თქმით, თუ საკონკურსო კომისია ობიექტურია და რაიმე სახის სამართალი არსებობს ის ამ თანანმდებობაზე უპირობო ლიდერია. მერობის კანდიდატი პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის დავით თარხან-მოურავის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თარხან-მოურავი ვალდებულია ქუთაისელების წინაშე ბოდიში მოიხადოს იმ განცხადებების გამო, რომელიც ორი დღის წინ გააკეთა და სიმბოლურად “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერს ქუთაისის მერიის ბიუჯეტში ერთი თეთრის შეტანას სთხოვს.
პროტესტი პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ორი დღის წინ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვით ქუთაისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან მიმდინარეობს და ვინც ბიძინა ივანიშვილს მოეწონება, ის ავტომატურად გახდება ქალაქის მერი.
ამ დროისთვის ქუთაისის მერობისთვის 60 კანდიდატი იბრძვის, განაცხადების განხილვა კი ხავლიდან დაიწყება.