აშშ-ში 102 წლის ანჯელინა ფრიდმანმა კორონავირუსი მეორედ დაამარცხა, _ ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ანჯელინამ მანამდე კიბოც დაამარცხა, ის სხვადასხვა დროს შიდა სისხლდენის და სეფსისიც ნიშნებიც ჰქონდა.
როგორც CNN წერს, ანჯელინა ფრიდმანი მოხუცებულთა პანსიონში დაინფიცირდა, სადაც ის ცხოვრობს. მას პირველად დიაგნოზი მარტში დაუდგინდა, რომლის შემდეგ 1 კვირა კლინიკაში გაატარა, შემდეგ კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქალს კორონავირუსი, ოქტომბრის ბოლოს გამოუვლინდა. მას ცხელება და მშრალი ხველება ჰქონდა. ვირუსზე ტესტირებამ ნეგატიური პასუხი კი 17 ნოემბერს მიიღო, რომლის შემდეგ მეორე ტესტმაც დაადასტურა.
როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, 102 წლის ქალს სმენის და მხედველობის პრობლემები განუვითარდა.






























































