იტალიაში შობის დღესასწაულზე ოჯახის წევრების გარდა სახლში სხვა სტუმრების მიღება აიკრძალება – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, სანდრა ძამპამ განაცხადა, _ინფორმაციას theguardian ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწვეტილებით, ასევე შობის ღამეს იტალიელები ეკლესიაში მისვლას და დღესასწაულებზე რეგიონებში გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ
მისივე თქმით, საშობაო მსახურება ადგილობრივი დროით 20:30 საათზე უნდა დასრულდეს, რათა მოწმუნეებმა სახლში დაბრუნება კომენდანტის საათის დაწყებამდე, საღამოს 22:00 საათამდე შეძლონ.
,,20 დეკემბერიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, საკუთარი რეგიონის გარეთ იმოგზაურონ მხოლოდ საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, მაგალითად, მარტოხელა მშობლების მოსანახულებლად“, _ განაცხადა ძამპამ.
გამოცემის ინფორმაციით, იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, საშობაო და საახალწლო პერიოდში სათხილამურო კურორტები დაიხურება.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით სულ 1 641 610 ადამიანია ინფიცირებული. 57 045 ადამიანი კი გარდაცვლილი, ხოლო 823 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.