ჟურნალისტებთან კალანდაძემ განაცხადა: “დღეს დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია “დიდგორი,” რომლის სახელითაც ვუერთდებით ამ მწუხარებას. ვიზიარებთ და ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს”
სამოქალაქო პანაშვიდს ქაშვეთის ეკლესიაში მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც დაესწრნენ.
“მოვედით, რომ პრეზიდენტის სახელით სამძიმარი გამოგვეთქვა ოჯახებისთვის.” განაცხადა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა.