რადგან ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების გამო, ქვეყანაში ემოციური ფონი ჯერ ისევ შენარჩუნებულია. იგი, ასევე, აღნიშნავს, რომ სამართალდამცველ ორგანოებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
“გუშინ გლოვის დღე იყო და, ბუნებრივია, დღესაც ძალიან დიდი სიმძიმეა, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ჯერ მიწას არ არიან მიბარებულები. ბუნებრივია, ემოციური ფონი ისედაც მაღალია და ასეთ ვითარებაში მაქსიმალური სიმშვიდეა საჭირო. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები დღევანდელი დღისთვის არიან სრულად მობილიზებულები და მაქსიმალურად გააკეთებენ ყველაფერს, რომ კანონი არ იყოს დარღვეული, რომ არ მოხდეს რაიმე უკანონო ქმედება. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ტვირთი გადადის სამართალდამცველ ორგანოებზე,” _ განაცხადა ეკა ბესელიამ.