“პოლიციამ მაქსიმალურად შეასრულა ის ღონისძიება და დავალებები, რაც მისთვის იყო მიცემული. მან თითქმის შეუძლებელი შეძლო, როდესაც უზრუნველყო მდგომარეობის განმუხტვა და თავიდან აიცილა ის შესაძლო მძიმე შედეგები, რასაც შესაძლებელი იყო, დაპირისპირებას მოჰყოლოდა. რაც შეეხება გამოძიებებს, ცალკეულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. მისი შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.”