_ ამის შესახებ ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაზა ურუშაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ვიცით, ამ გზის რეაბილიტაციისთვის 2012 წელს თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო, თუმცა, თანადამფინანსებელი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, რომლის წილიც 400 000 ლარს შეადგენდა. ეს თანხა ადგილობრივი ბიუჯეტისთვის მეტისმეტად დიდია, ამიტომაც პროექტი, რომელიც გულისხმობდა 6 მეტრი სიგანის გზის დაგებას, 4,50-მ-მდე შემცირდა, რამაც მოსახლეობის უკამყოფილება გამოიწვია. გზის სივიწროვე თავისთავად პრობლემას ქმნიდა.
როგორც ურუშაძემ თქვა, აქედან გამომდინარე, მან პირადად მიმართა ბიძინა ივანიშვილს და შუხუთი-აცანა-მამათის გზის რეაბილიტაციის თანადაფინანსებისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 443 980 ლარი: _ ეს თანხა საკმარისია იმისთვის, რომ გზის რეაბილიტაცია და სიგანე ისევ წინა პროექტის მიხედვით გაგრძელდეს, _ თქვა ზაზა ურუშაძემ.