თბილისის მერიის განცხადებით, ორთაჭალაში გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
“ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტობანის გარკვეულ მონაკვეთში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანება, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები შეინიშნება.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 6 მარტიდან უსაფრთხოებისა და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორთაჭალის ავტობანზე, ე.წ. მოსაბრუნებელი ხიდიდან დიმიტრი გულიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გზის მხოლოდ ერთ განაპირა ზოლში”,_ აცხადებს თბილისის მერია.


































































