ირანში, 103 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა _ ამის შესახებ სააგენტო IRNA იუწყება.
„კორონავირუსით დაავადებული 103 წლის ქალი, რომელიც ირანის პროვინცია სემნანში ცხოვრობს, გამოჯანმრთელდა“, _ განაცხადა სემნანის მედიცინისა და ჯანმრთელობის უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ქალბატონი საავადმყოფოში ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.