„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბურჯანაძეს ყველა ის თვისება გააჩნია, რაც ჩვენ ქვეყანას ძალიან სჭირდება.
_ “დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას გამოცდილი პოლიტიკოსი, პრინციპული და საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე პრეზიდენტი სჭირდება _ სამართლიანობის აღდგენისათვის; სამოქალაქო მშვიდობის დამყარებისათვის; ხელისუფლების დაბალანსებისათვის; ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისა და საერთაშორისო რეპუტაციის დაცვისათვის.
დღეს, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე გახლავთ ყველა ამ თვისების მქონე პოლიტიკოსი.
ჩვენ, „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭო მივმართავთ არასაპარლამენტო ოპოზიციას, საზოგადოებას, სრულიად საქართველოს, მხარი დავუჭიროთ ნინო ბურჯანაძის საქართველოს პრეზიდენტად არჩევას!
საქართველოს, უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშ-ვალდებული პრეზიდენტი სჭირდება!
ჩვენ ველით, რომ საქართველოში რეალურად კონკურენტული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება” _ ნათქვამია განცხადებაში.