შესაბამისი ბრძანება 20 მაისით არის დათარიღებული. 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანებულებით, რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა წელიწადში არა უმეტეს შვიდისა, თითოეული 15 000 ლარის ოდენობით. დღევანდელი ბრძანებულებით კი რუსთაველის პრემიის ლაურეატი მხოლოდ 10 ათას ლარს მიიღებს.
რუსთაველის პრემია ხელოვნებისა და მეცნიერების გამოჩენილ მოღვაწეებს ენიჭებათ, რომლებმაც მოიპოვეს საერთო ეროვნულ აღიარება და შესაბამისი დარგის განვითარებაში შეიტანეს წვლილი.
10 ათასიდან დან 8 ათასამდე შემცირდა ეროვნული პრემიის ოდენობაც. აღნიშნული პრემიით ყოველწლიურად ათი ადამიანი ჯილდოვდება ხელოვნებისა და მეცნიერების დარგში შეტანილი წვლილისათვის.