კერძოდ, სგპ “სარფის” კონტროლის ზონაში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული, LAND ROVER-ის მარკის მსუბუქი ავტომობილისა და მისი მძღოლისემექტარ რ.-ის დათვალიერებისას, მანქანის წინა ნაწილში არსებულ სათავსოში ცეცხლსასროლი იარაღი მარკით: MKEKPARABELLUM 9 მილიმეტრიანი, ორი მჭიდი და 27 ცალი საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს.
იმავე დღეს,სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთიდან “HYUNDAI I30”-ის მარკის მსუბუქი ავტომობილით, თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე, ქოლაქ ფ. შემოვიდა. მოქალაქეს მანქანის საბარგულში მოთავსებულ სამედიცინო ჩანთაში მომწვანო ფერის მცენარეული წარმოშობის ნივთიერება, სავარაუდოდ, მარიხუანა, დაახლოებით 6,9 გრ. აღმოაჩნდა.
მასალები რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გაეგზავნათ.