ისინი ვანო მერაბიშვილის დაკავებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს დაკავება პრემიერ-მინისტრისგან მოდის. უმცირესობის ლიდერის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა უშუალოდ მერაბიშილი მოიშორა თავიდან.
იმერეთის გუბერნატორი მერაბიშვილის დაკავებას უსამართლობას უწოდებს. მისი განცხადებით, გამოძიებას არ აქვს მერაბიშვილის დაკავების საფუძველი.