ანგარიშში კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების პრობლემებია აღწერილი. სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სოფიო ბენაშვილის განცხადებით, დევნილების შესახებ ახალი კანონპროექტი მუშავდება, სადაც დევნილის სტატუსის მინიჭება უფრო გაადვილებული იქნება.
სახალხო დამცველის ანგარიშში, ასევე ასახულია ფოთში, ბათუმსა და წყალტუბოში განსახლების პროცესში წარმოქმნილი პრობლემები და ხარვეზები. დეპარტამენტის წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფო ამ კუთხით ეფექტურ ღონისძიებებს ვერ ატარებს. დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, დევნილთა და განსახლების სამინისტროს არ აქვს კრიტერიუმები ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეირჩა დევნილები და როგორ მოხდა მათი დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის განცხადებით, “დევნილთა შესახებ კანონზე” სამინისტრო, არასამთავრობო სექტორი და სახალხო დამცველის აპარატი ერთობლივად მუშაობენ. მალე კანონპროექტი პარლამენტს განსახიხლველად წარედგინება, რომლის მიხედვით ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება გაცილებით მარტივად და ეფექტურად მოხდება.
მსგავსი სახის შეხვედრებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ზუგდიდსა და ბათუმში დღესვე გამართავენ.