მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის შეტანა 48 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს და თუ პროკურატურა ამ მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართავს, არაა გამორიცხული სასამართლო მოსმენა დღესვე ჩაინიშნოს.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი ამ დროისთვის ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით წაუყენეს, რომლის თანახმად, მერაბიშვილს 7-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.