როგორც პროცესზე გამოსულმა პროკურორმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება სალაყაიამ 21 მაისს მას შემდეგ მიიღო, რაც მერაბიშვილს პროკურატურის უწყება ჩაბარდა.
ამ დროისთვის უცნობია, რა მიმართულებით გაემგზავრა სალაყაია და გახდება თუ არა საჭირო მისი უკან დაბრუნება.
მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხათუნა პაიჭაძის თქმით, სალაყაია რამდენიმე საქმეზე მოწმის სტატუსით იყო დაკითხული. ამ დროისთვის მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არც ერთ საქმეზე არ მიმდინარეობს და, აქედან გამომდინარე, არავის ჰქონდა უფლება მისი გამგზავრება შეეფერხებინა.
სალაყაია საჯაროდ 19 აპრილს ნაციონალური მოძრაობის აქციაზე გამოჩნდა, სადაც ის „გურია ნიუსის“ ფოტოობიექტივმა დააფიქსირა.