_ კომბინირებული ბარათი, რომელიც ემსახურება ხვნას და დადისკვას, 11 023 ცალია ჩამოსული, ნომინალური ბარათი, რომელიც ეხება ინვენტარის შეძენას, _ 22 387. ხვნა_ თესვას ემსახურება 85 ერთეული ტექნიკა, ვიცით, რომ პატარა შეფერხებები გვქონდა ამ კამპანიასთან დაკავშირებით, მაგრამ შპს “მექანიზატორმა” მოითხოვა დამატებითი ტექნიკა, გაიმართა ეს ყველაფერი და შედარებით კარგად მიდის ყველაფერი. ახლა პრობლემა გვაქვს გვალვის და ეს პროცესი ცოტა შეჩერებულია.
საკრებულოს დეპუტატმა თემურ ქინქლაძემ კოტე სარიშვილს მიმართა: “ის თემა, რაც ყველას აინტერესებს, მინდა პირადად თქვენგან გავიგო, მაინტერესებს, ადამიანები, რომლებიც გამოტოვებული არიან სიაში, ან მოქალაქეებმა მიიტანეს ყველანაირი მონაცემები და არ არიან სიაში, მე პირადად მქონდა პრობლემა, რის საფუძველზეც რეგისტაციაში ორჯერ გატარების მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო ბარათის გარეშე დავრჩი, _ ამ შემთხვევაში ეს ვისი ბრალია, სამინისტროს, რწმუნებულის, პირადად პიროვნების თუ კომპიუტერის? თუ პრემიერ მინისტრმა საჩუქარი გამოგვიგზავნა და იმას დავაბრალოთ? ეხ ხდება თითქმის ყველა სოფელში, გამეცით ამ შეკითხვაზე პასუხი, ვის დავაბრალოთ ეს, ამ ხალხს რა ეშველება?
ქინქლაძემ დასმულ კითხვაზე სარიშვილისგან ასეთი პასუხი მიიღო:
_ ჯერ იქედან დავიწყოთ, რომ ეს არის საჩუქარი, ჩემთვის გასაგებია ეს გულისტკივილი, რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ, მე თვითონაც ძალიან ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო, ხარვეზები მართლაც იყო, მაგრამ რახან საჩუქარია, მივიღოთ ისეთი, როგორიც არის რა! ის ადამიანები, ვინც გამორჩენილია, საერთოდ პროგრამის მიღმა დარჩა, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მათ სიაში შეყვანას და გვაქვს იმედი, რომ საშემოდგომო კამპანიაში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას. გეტყვით ციფრსაც, დაახლოებით ასეთი 2500- დან 3000 _ მდეა დარჩენილი.
მოკლე პასუხის შემდეგ კი საუბარი სოფლებში დაწყებულ ხვნა-თესვასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე გაგრძელდა. როგორც აღინიშნა, ტექნიკა საკმარისი რაოდენობითაა, თუმცა დღემდე მოუგვარებელია საკითხი თუ ვინ უნდა შეაგროვოს ტექნიკის მომსახურებისთვის საჭირო თანხა მოსახლეობაში. კამათი იყო ამ საკითხში სოფლის რწმუნებულების ჩართვა-არჩართვაზე, მაგალითად მოიყვანეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადება, როცა მან სამუშაოების შეფერხებაში ბრალი რწმუნებულებს დასდო.