ჭიაბერაშვილის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, გირაოს თანხა სრულიად გადახდილია და შემდგომი ნაბიჯი, ალბათ, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება იქნება.
გათავისუფლებული ჭიაბერაშვილის თქმით, მან არ იცის გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას და აქვე აღნიშნა, რომ მისი და ვანო მერაბიშვილის დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში კი 20 000-ლარიანი გირაოს გადახდის საფუძველზე წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებულია.